თედო ისაკაძე: ვაპატიოთ ერთმანეთს თუნდაც ადამიანურად უპატიებელი

ვაპატიოთ ერთმანეთს თუნდაც ადამიანურად უპატიებელი,- ამის შესახებ ფილოლოგი, საკრებულოს წევრი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიოს ისტორია, ავტორიტარული რეჟიმებისადმი, სხვა მიდგომებსაც იცნობს!
“ვიცხოვროთ რა ერთად!
ვაპატიოთ ერთმანეთს თუნდაც ადამიანურად უპატიებელი!
ამაზე უფრო გაღრმავებული პარტიული წინააღმდეგობის პირობებშიც კი, ომისშემდგომ ესპანეთში, ფრანკისტებმა, კომუნისტებმა, სოციალ- დემოკრატებმა და ნაკლებად გავლენიანმა პარტიებმა (ეგენიც კი გაითვალისწინეს) დადეს მონკლოას პაქტი, რის მიხედვითაც, ესპანელებმა, თეთრი ფურცლიდან დაიწყეს პოლიტიკური ცხოვრება.
დიდი ხანია ამას გთავაზობთ!
არადა, მსოფლიოს ისტორია, ავტორიტარული რეჟიმებისადმი, სხვა მიდგომებსაც იცნობს!
არ წაიღეს ტვინი!!!”,- წერს ისაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები