საქსტატი – ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.