ეკატერინე მიქაბაძე: მისასალმებელია, რომ საქართველოში ბიზნესი ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები დანერგოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „მელიორა 2019″ – ის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე” კომპანია „უნივერს ბიზნეს გრუპის” გენერალურ დირექტორს რომან ბადალიანს გადასცა. პრიზი კომპანიამ უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევისთვის მიიღო.

დაჯილდოება სასტუმრო „ბილტმორში” ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში გაიმართა.

მოკლე მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს თანამედროვე ბიზნეს-პროცესებში.

„ჩვენ არჩევანი ევროპულ ფასეულობებზე გავაკეთეთ, რაც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავს ბიზნეს ურთიერთობებში თანამედროვე დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს „მელიორას” კონკურსში გაცილებით მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისასალმებელია, რომ კომპანიები ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში აღნიშნული პრინციპები აქტიურად დანერგონ,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები