პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
კარლ ჰარცელმა პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
“ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვიმსჯელეთ.
​ჩვენ განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად.

​საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები