ხელვაჩაურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს ახორციელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

დეპარტამენტის თავმჯდომარე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.მუხრან კაკაბაძე შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ჩატარებული ღონისძიებების ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ზედა განთიადში, გოგირდის აბანოებთან, მოეწყო საყრდენი კედელი და დაწყებულია ბეტონის სანიაღვრე არხის საძირკველის გაჭრა. ასევე კაპრეშუმი-განთიადის გზაზე მოეწყო ფერდსამაგრი კედელი, ამჟამად მიმდინარეობს ყრილისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.

ახალშენში მოეწყო ახალი ხიდი, მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლის და ყრილის მოწყობითი სამუშაოები. ზანაქიძეებში ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების 80% შესრულებულია. ასევე მახოში რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ყრილის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები