გოცირიძე ბერაიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე: ხუმრობით დავწერე პოსტი, როგორც ჩანს ეს გააპროტესტა

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დაჩი ბერია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

რომან გოცირიძის განცხადებით, დაპირისპირება მის “ფეისბუქ პოსტს” უკავშირდება.

​”ვუთხარი ის რაც არის, ის არის ყოველთვის შავი საქმის შემსრულებელი. ხუმრობით დავწერე ამაზე პოსტი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილმა დასაჯოს ურჩი დეპუტატები, პირიქით აჯილდოვებს მათ, ან კომიტეტის თავმჯდომარეები, ან ვიცე-სპიკერები გახდნენ-თქო. ივანიშვილმა დასაჯა დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის თავმჯდომარეობა მიუსაჯა სასჯელად-მეთქი. რაც შეეხება დაჩი ბერაიას, მან გაიგო, რომ შესაძლებელია რაიმე ცუდის გაკეთება კარგად დამთავრდეს და ივანიშვილს აგინა-მეთქი გავიხუმრე. შესაძლებელია, რომ დაჩი ბერაიამ ჯანდაცვის მინისტრობა “დაირტყას”-თქო, როგორც ჩანს მოვიდა და ეს გააპროტესტა”, – განმარტა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები