ერთადერთი რუსული ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“ იწვის – არიან დაშავებულები, გემზე სულ 400 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში ერთადერთ ავიამზიდზე „ადმირალ კუზნეცოვზე“ ხანძარია, რომელიც სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათგან ორი სამხედრო მძიმე მდგომარეობაშია, ერთი დაკარგულია.

როგორც ხომალდების გაერთიანებული კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი რახმანოვმა განაცხადა, დაშავებულთა შორის სამოქალაქო პირები არ არიან.

ხანძრის მომენტისთვის გემზე 400 ადამიანი იმყოფებოდა.

ცეცხლი 600 მეტრზეა გავრცელებული.

ხანძრის გამომწვევი, სავარაუდოდ, მიზეზად მუშების მიერ უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა სახელდება.

„ადმირალ კუზნეცოვი“ – რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში ერთადერთი ავიამზიდია, რომელიც ექსპლუატაციაში 1991 წელს შეიყვანეს. 2017 წლიდან კი, რემონტზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები