პარლამენტში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, პასუხისმგებლობა “სირცხვილიამ” აიღო

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.

ჯერჯერობით უცნობია, ნივთიერების შემადგენლობა, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა.

​მომხდარის გამო, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, მას სპეციფიკურ სუნზე რეაქცია აქვს.
​ცნობისათვის, ამ წუთებში პარლამენტში შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან. აღნიშნული სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები