რუდენკოვი: რუსეთი დაინტერესებულია, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებთან“ ვითარება სტაბილური და უსაფრთხო იყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ „საქართველოს – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვართან“ ვითარება სტაბილური და უსაფრთხო იყოს.

ამის შესახებ რუდენკოვმა ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დაინტერესებული ვართ, რომ ამ მექანიზმმა იმუშაოს და რაც მთავარია, ეფექტურად, რადგან ამ ფორმატში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ხდება, რომლებიც უბრალო ადამიანების ინტერესებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ მოსაზღვრე რაიონებში ვითარება სტაბილური და უსაფრთხო იყოს. ეს ყველას ინტერესშია – საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის, რადგან ჩვენ ამ რეგიონებს ვესაზღვრებით“, – აღნიშნა რუდენკოვმა.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები