გურამ მაჭარაშვილი: აკრძალვა შეეხო მხოლოდ კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა
აკრძალვა შეეხო მხოლოდ კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა, – ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სანამ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდოდა სასესიო კვირაში, შესვენების დროს ან სესიის შემდგომაც, არამხოლოდ იურიდიულ საკითხთა, არამედ სხვა კომიტეტის სხდომებიც ხშირად გამართულა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება და ვთქვით, რომ სასესიო კვირაში აკრძალვა გავავრცელოთ კანონპროექტების განხილვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ საკანონმდებლო საქმიანობა და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხიც არ დავწიოთ – შევჯერდით იმაზე, რომ საკომიტეტო მოსმენაზე მხოლოდდამხოლოდ კანონპროექტების განხილვა აგვეკრძალა, თუმცა აქაც დავუშვით გამონაკლისები. ის შეიძლებოდა განგვეხილა იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტები იქნებოდა დაჩქარებული წესით, ან ეს შეეხებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონს. დანარჩენ საკითხებს ჩვენ არ შევეხეთ და როგორც იყო ეს დაშვებული ადრე, მანამ, სანამ ცვლილებები შევიდოდა რეგლამენტში, რომ სასესიო პერიოდში შეიძლებოდა კომიტეტების ჩატარება მხოლოდ სხვა საკითხებზე და არა კანონპროექტებზე – დარჩა ისევ ისე. აკრძალვა შეეხო მხოლოდდამხოლოდ კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა”, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.