ეკა ბესელია: ოხანაშვილის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მას ხმა არა ამოუღია
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცოტა ხნის მომხდარი ინციდენტის პროვოცირება, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მოახდინა.
ბესელიას თქმით, მის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მას ხმა არ ამოუღია.
„ოხანაშვილმა იმას გაუკეთა პროვოცირება, რომ ეს ძალადობა მომხდარიყო ამ დარბაზში. მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ამაზე მას რეაქცია არ ჰქონია. ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში თუ უნდა ჩაატაროს კენჭისყრა, ამაზე უარესი არ ვიცი ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. ვინც იძალადა ჟურნალისტებზე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ბესელიამ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანის მცდელობა იყო.