საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით,2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია. ნოემბერში რუსეთიდან 37,91 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია – 19,82 მლნ დოლარით. საბერძნეთი – 15,84 მლნ დოლარით მესამე ადგილზეა.
სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბრის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.