აზერბაიჯანელი ტურისტების ხარჯები საქართველოში 26 %-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთი აზერბაიჯანელი ტურისტის ხარჯმა საქართველოში 524,5 ლარი შეადგინა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი აზერბაიჯანელი ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 26%-ით,ანუ 108,5 ლარით გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აზერბაიჯანის 547 114 მოქალაქე ეწვია. გასულ წელთან შედარებით, აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 10,6 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები