ლარი დოლართან მიმართებაში 0.0357 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0357 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9089 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9446 ღირდა.
0.0396 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2210 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2606 ლარი იყო.