ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა.

მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც.

ერქვანიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე ბიძინა ივანიშვილთან და გუნდთან კონსულტაციები არ ჰქონია.

“საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – აღნიშნა ალექსანდრე ერქვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები