დავით მათიკაშვილი: დეპუტატები გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ, თუმცა გუნდის მოსაზრება გასათვალისწინებელია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას უმრავლესობა კენჭს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 11 დეკემბერს უყრის. მხარდაჭერის შემთხვევაში კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე სესიაზე მოუწევთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
“ვის დაუჭერს კომიტეტი მხარს და ვის არა, ეს კომიტეტზე გამოჩნდება. გუნდი მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ კრიტერიუმებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის გამოცდილება და ა.შ. დეპუტატები იღებენ თვითონ გადაწყვეტილებას, თუმცა რა თქმა უნდა გუნდის მოსაზრება გასათვალისწინებელია,” – განმარტა დავით მათიკაშვილმა.
ოთხშაბათის სხდომა, პროტესტის ფონზე ჩაივლის. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ითხოვენ, რომ სია ჩავარდეს.