ზესტაფონში სასწავლო კოლეჯში “კონსტრუქტ 2” შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებზე მოსამზადებელი კურსი დაიწყო

ზესტაფონში სასწავლო კოლეჯში “კონსტრუქტ 2”  მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსი დაიწყო. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობისა და საქმიანობის, ასევე პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთა შემდგომ დასაქმებაზეც ჩვენი კოლეჯი და კომპანია m² ზრუნავს. ამ პროგრამაზე დღეს პირველი ნაკადი მივიღეთ და ვპირდებით ჩვენს სტუდენტებს, რომ მივაწვდითთ ცოდნის იმ ხარისხს, რომელიც მათ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს. ეს არის წარმატებული პროექტი, სახელმწიფოსთვის რეალური და საჭირო პერსპექტივით. მიხარია, რომ მათ სწორედ ჩვენს კოლეჯზე შეაჩერეს არჩევანი, რადგან ნამდვილად ვართ წარმატების გარანტი”,- თქვა კოლეჯის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა.

პროფესიულ კოლეჯში კურსის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებილი – ზვიად შალამბერიძეც დაეწყო. მისი განმარტებით, უსაფრთხოების სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა მნიშვნელოვანია.

“სახელმწიფოს სჭირდება კადრები შრომის უსაფრთხოების კუთხით, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, მიზნად დაგვესახა ეს მიმართულება და  ყველა მსურველს ვუფინანსებთ m²-ის  პროფესიულ კოლეჯში სწავლის სრულ, ორწლიან კურსს. რის შემდეგაც, ისინი აიღებენ დიპლომებს და ექნებათ ნდობა იმუშაონ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მოკლევადიანი მომზადების პროგრამა, წარმატებული პროექტია, რომელიც მესამე ნაკადს იღებს. “კონსტრუქტ2” ავტორიზაციის ფარგლებში პირველად ახორციელებს პროფესოული სტუდენტების მიღებას შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე. პროგრამა  კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
ამასთან, ქუთაისის მერიასა და “კონსტრუქტ2”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის შედეგადაც, ქუთაისში დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სასწავლო კურსი და შესაბამის პოზიციებზე დასაქმდნენ.

“დღეს გაფორმდა მემორანდუმი ქუთაისის მერიასა და “კონსტრუქტორს”შორის,მოხარუკი ვარ რომ ჩვენ შორის დამყარდება ასეთი თანამშრომლობა,მიზანი რათქმაუნდა არის ის რომ ხელი შევუწყოთ ქუთაისში სოციალური ფონის გაუმჯობესებას.გამოსავალს ვხედავთ იმაში რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე..შეგვიძლია ყველა დასაქმების და კვაკიფიკაციის ამაღლებოს მაძიებელი გადმოვამისამართოთ ამ სასწავლებელში. მოხარული ვარ რომ ეს კოლეჯი დაინტერესებულია ამ ყველაფერში ხელი შეგვიწყოს”, – განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები