თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის “სანამ მამა დაბრუნდება”;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – გიორგი მრევლიშვილის “თორმეტი გაკვეთილი;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის “მამული”;
ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის – ანტონ გრომოვი და ალიშერ ხამიდხოჯაევი (დიმიტრი მამულიას ფილმისთვის “ბოროტმოქმედი”);
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”;
საპატიო პრომეთე – კარლოს რეიგადასი, ირაკლი კვირიკაძე;
ეროვნული კინოცენტრის კონკურსი “წერე ქართულ კინოზე”, გამარჯვებულები: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები