ფლორენციაში მიწისძვრა მოხდა
ფლორენციასთან 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც იტალიაში მატარებლების სრული ან ნაწილობრივი გაუქმება გამოიწვია. თუმცა, ეტაპობრივად მოძრაობის აღდგენა მოხდა.
საუბარია ჩქაროსნულ მატარებლებზე, რომლებიც ერთმანეთს ბოლონიას, ფლორენციას და რომს აკავშირებს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.