ლევან სურგულაძე: ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი გამოწვევებზე, ეს გამოწვევა გადალახულია, ახლა სხვა გეგმები მაქვს

“მე ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი გამოწვევებზე, ეს გამოწვევა გადალახულია, ახლა სხვა გეგმები მაქვს” – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად საპენსიო რეფორმა საქართველოში წარმატებით განხორციელდა.
,,ჩვენ და ჩვენმა გუნდმა ვიმუშავეთ ისე, რომ მოვახერხეთ საპენსიო სააგენტო აგვეწყო ძალიან მოკლე ვადებში და რეფორმა დაგვეყენებინა ე.წ. თავის რელსებზე. ეს პროცესი ახლა წარმატებით მიმდინარეობს. მე ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი გამოწვევებზე, ეს გამოწვევა გადალახულია და მე მაქვს სხვა გეგმები, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ.“ – აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები