დატოვებს თუ არა თანამდებობას საპენსიო სააგენტოს დირექტორი – ლევან სურგულაძე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია
“თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მივმართე” – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლევან სურგულაძემ განმარტა, იგი საკუთარ განცხადებაში 16 იანვრიდან პოსტის დატოვებას ითხოვს.
კანონის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ სამეთვალყურეო საბჭო მის განცხადებას არ დაკმაყოფილებს, იგი მზად არის რეფორმის მასშტაბურიბიდან გამომდინარე, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს.
ცნობისათვის, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობს