რომან კაკულია: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე იყო პოლიტიკური თემები, რაზეც შენიშვნები გვქონდა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე იყო პოლიტიკური თემები, რაზეც შენიშვნები გვქონდა,– ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის კუთხითაც მნიშვნელოვანი თემები იყო გაჟღერებული.
“ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომამ შეაჯამა ოთხი კომიტეტის ფარგლებში მიღებული რეზოლუციები და მათთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნები. ასევე ორი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და ახლა ემზადება პლენარულისთვის, სადაც მოხდება საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება, თუ რა ტიპის რეზოლუციებით გადაწყდება მუშაობა ევრონესტის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება საბოლოოდ ევრონესტის მუშაობაზე. მნიშვნელოვანი თემები იყო გაჟღერებული ეკონომიკაზე. იყო პოლიტიკური თემებიც“,- განმარტა კაკულიამ.
ბიუროს დახურული ფორმატიდან გამომდინარე, რომან კაკულია შენიშვნის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიაზე გაგრძელდება.