იენს სტოლტენბერგი: რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, რუსეთი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირი იყო
რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, რუსეთი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირი იყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმის ზრდასთან ერთად უსაფრთხოების მეტად უფრო არაპროგნოზირებად ლანდშაფტს ვხედავთ, ამიტომაც ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუციები გვჭირდება, როგორიცაა ნატო.
“ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ, რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, რუსეთი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირი იყო. ჩვენ ვხედავთ მეტად თავდაჯერებულ რუსეთს, რომელმაც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების მეტად უფრო არაპროგნოზირებად ლანდშაფტს ტერორიზმის ზრდასთან ერთად. ჩვენ ვხდავთ კიბერშეტევებს. ვხედავთ, რომ ჩინეთის აღზევებასთან ერთად, ძალაუფლების გლობალური ბალანსი იცვლება. ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუციები, როგორიცაა ნატო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.