„ეკვილიბრიუმმა“ ახალქალაქის სამ სოფელში ბიბლიოთეკები მოაწყო

0

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ახალქალაქის სამ სოფელს – ჩანდურას, ვაჩიანსა და კიროვაკანს ესტუმრა და ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა.
„გზა, რომელიც ავირჩიეთ, რთულია და ამბიციური. იმედი მაქვს – დიდი და მნიშვნელოვანიც. ჩვენ გვსურს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემკვიდრეობა, რაც განათლებულ და განვითარებულ საქართველოს უდრის.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს ვესტუმრეთ (ჩანდურა, კიროვაკანი, ვაჩიანი) და პატარა ბიბლიოთეკები მოვუწყვეთ. ასეთი ბიბლიოთეკები ახალქალაქის ყველა სოფელში გაიხსნება. მე ხან თვეში ერთხელ, ხანაც ორჯერ ჩავალ და გაკვეთილებს ჩავატარებ.
მნიშვნელოვანი საქმეები ფართო თანამშრომლობით კეთდება“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია „გალფი“.

 

კომენტარები

კომენტარი