ყაჩაღობა ლაგოდეხში – ორმა ნიღბიანმა პირმა 70 წლის კაცს სასტიკად სცემეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით, ორი შეაიარაღებული ნიღბიანი პირი დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა და მამაკაცი სასტიკად სცემა. დაზარალებული სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფნი წაიღეს.

ნაცემი მამაკაცი სხეულის დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში მკურნალობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები