ნათია თურნავამ საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დარგის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
“ბოლო 3 წელიწადში, საქართველოს ბაზარზე 25 – მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ნიშნავს ახალ ტურისტებს, ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ავიატორებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესრულების კუთხით როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცეში,“ – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის ახორციელებენ კომპანია „საქაერონავიგაცია“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ და სხვ.
შეხვედრას სამოქალაქო ავიაციის სექტორის, მათ შორის, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და დარგის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ასევე დაემთხვა 75 წლის იუბილე „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის ხელმოწერიდან, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები