საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ ნიმერმანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები, გერმანია საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობები, ასევე, საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

დაიგეგმა 2020 წლისთვის კონკრეტული პროექტები, რაც ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს დამატებით იმპულს შესძენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები