დიმიტრი ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ინიციატივის წინააღმდეგი იყო, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, რომ საარჩევნო ცვლილებები ჩავარდნილიყო, თუმცა ამის მომხრეები ცოტანი არ არიან და აგრძელებენ ბრძოლას.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ განსხვავებული სხვა შეხვედრებისაგან. ჩვენ არ ვეხებით შერეულ საარჩევნო სისტემას, რომელიც გვაქვს 2020 წელს. ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემა და საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისას, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ეს იქნება მუდმივად რყევადი და ქუჩური გარჩევების საგანი. ხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა ქუჩაშია და ისინი ამას ძალიან კარგად იყენებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ საკითხებზე ჩვენ გვჭირდება ამომწურავი პასუხი და ვერ მივიღეთ ეს პასუხები. მოვისმინეთ იგივე, რაც აქამდე.
​მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე მე დადებითი პასუხი ვერ მივიღე, ვერც კითხვებზე მივიღე პასუხები, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს, ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს. ამასთან, ჩვენ ვიცავთ შიდაგუნდურ წესებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები