აუდიტის სამსახური: ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ევროპულმა საქართველომ” მიიღო
მიმდინარე წლის ნოემბერში პარტიამ, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შემოწირულობების სახით 80 129 ლარი მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, ნოემბერში ფულადი, ან არაფულადი შემოწირულობა არ მიუღია პარტია „ქართულ ოცნებას“.
სხვა პარტიებმა ნოემბერში ჯამში 22 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღეს. 11 625 ლარი ჩაირიცხა „თავისუფალი საქართველოს“ ანგარიშზე; 7 000 – „პატრიოტთა ალიანსის“; 3 000 ლარი ჩარიცხა ეკა ბესელიამ საკუთარი მოძრაობის, „სამართლიანობის“ ანგარიშზე. 693 ლარი მიიღო„ეროვნულმა ფორუმმა“ ; „დემოკრატიულმა მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“ კი 100 ლარი.