რას წერს რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის ვიზიტზე – „სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევით“

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანდრეი რუდენკოვთან შეხვედრა გამართა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და პერსპექტივები.

„რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მზაობა გამოითქვა, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისში რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვისას აღინიშნა, რომ მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ქვეყნის შიდა საქმეს განიხილავს. რუსეთი პრინციპულად იკავებს თავს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. დაინტერესებულნი ვართ, მშვიდობასა და სტაბილურობაში როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში მთლიანად“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვდება.

ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები