“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 11:00 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.
ცნობისათვის, მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.