ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე მიიჩნევს, რომ მისი ქმრის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ქვეყნებმა ხმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.
“საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა და განიხილონ ვაჟას შემთხვევა, ე.წ. ქეისი, არა მარტო საქართველოს მოქალაქის არამედ ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქის. ევროსაბჭოში არის 47 ქვეყანა და 47-ე ქვეყანამ უნდა აიმაღლოს ხმა და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობიდან”, – განმარტა ლაფანაშვილმა.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.