აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძემ, მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძესთან ერთად, დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ევროსტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული საწარმო, 24 საათის განმავლობაში, შეძლებს 60 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა, პალეტებად შეკრულ 15 კილოგრამიან ტევადობის პლასმასის ყუთებში, ევროსტანდარტების მიხედვით ხდება.

საწარმო, მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე, მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე იქნა ექსპორტირებული. ადგილზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული. აღნიშნულ მიმღებ საწარმოს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, 300 ტონამადე ციტრუსი უკვე ექსპორტირებული აქვს რუსეთის მიმართულებით.

დღესვე, მინისტრმა ქობულეთში არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ მოინახულა და არასტანდარტული მანდარინის მიღების პროცესს დაესწრო. ქობულეთის საკონსერვო ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. საწარმოს უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 200 ტონა მანდარინი. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

კომპანია, რომელიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდის, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს. შესაბამისად, საწარმოო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები