აჭარაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, საგრანტო კონკურსს ახორციელებს.

2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარს შეადგენს. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო მეორე ეტაპის ბიუჯეტი 40 700 ლარი იქნება. თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი თანხა წელს გაიზარდა და 19 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის ფარგლებში, შესაძლოა, დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსების და კვების ხარჯი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ: ფიზიკურ პირს, ფიზიკურ პირთა ჯგუფს და იურიდიულ პირს, გარდა საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტისა. განაცხადით წარმოდგენილი ღონისძიება უნდა იყოს: სახელოვნებო ხასიათის: მუსიკალური, თეატრალური, სალიტერატურო, საგამოფენო. საკონკურსო დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო (ქართულ) ენაზე, როგორც მატერიალური (ნაბეჭდი), ასევე ელექტრონული (CD დისკზე).

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს 30 დღის ვადაში ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები