ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ელიზაბეთ რუდმა დაათვალიერა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ ჩაუტარდა. ღონისძიებას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“დღეს ვეწვიეთ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას, რომელსაც რეაბულიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაუტარა. ჯამში იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლოს რეაბილიტაცია მოხდა. აქედან რვა საჯარო სკოლა არის ქუთაისში. სკოლების რეაბილიტაცია სკოლების ყველა კომპონენტის სრულ შეცვლას და ასევე სკოლებისსაბუნებისმეტყველი ლაბოლატორიებით აღჭურვას  გულისხმობს. პროექტისთვის ჯამში 55 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა”, – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. შედეგად, სასწავლო გარემო 1 430 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა და 5 600 კვ/მ ფართობი რეაბილიტირდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთში რეაბილიტაცია 17 საჯარო სკოლას ჩაუტარდა, რომელთაგანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს. პროექტზე მთლიანობაში 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს რეგიონებში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები