აშშ-მა G8-ში რუსეთის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა, სანამ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცემს პატივს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელში ნათქვამია, რომ G8-ში რუსეთის დაბრუნება დაუშვებელია, სანამ მოსკოვი პატივს არ სცემს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.

წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

„აშშ-ის პოლიტიკაა, რომ რუსეთის „დიდი რვიანის” ჯგუფში მონაწილეობა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პატივს სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული იქნება თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტებთან, რასაც „დიდი რვიანის” ჯგუფის სხვა წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა, ზემოხსენებული რეზოლუციის დამტკიცების თაობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დიდ შვიდეულში” რუსეთის დაბრუნების დაუშვებლობის თაობაზე, რაც მისი განმარტებით ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მსოფლიოში.

„პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი [აშშ-ის] მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი სანაპიროების ჯაშუშობა… პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის რესპუბლიკური, თუ დემოკრატიული საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს – ბატონ პუტინს, რუსეთის ფედერაციას,” – აღნიშნა მაქკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

როგორც კონგრესმენმა ალბიო საირესმა განაცხადა, „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მხარს არ უჭერს რუსეთის დიდი შვიდეულის ჯგუფში დაბრუნებას, რადგან იგი განაგრძობს ჩვენზე, ჩვენს პარტნიორებსა და მსოფლი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები