თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გივი კარტოზიას, ელგუჯა ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ივანე ბერიტაშვილის, ნიკოლოზ დგებუაძის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთლის, ელვერ კუპატაძის, ტაძრის, დავით სარაჯიშვილის, შუშის, მონასტრის, გელა ჭედიას, წყალსადენის, ლაზოს, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გრიგოლ მუხაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, კავსაძის, მოსაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოსიპ მანდელშტამის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, კელაპტრიშვილის, მესხის, ნოსტეს, უიარაღოს, ხუდადოვის, ქებურიას, ურიდიას, წრომის, ცოტე დადიანსი და ბიჩინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები