დონალდ ტრამპი გერმანიას დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გერმანია ნატოს სამხედრო ხარჯს არ გაზრდის, მას სავაჭრო სანქციები ელოდება.
ამის შესახებ ტრამპმა ლონდონში ნატოს სამიტის ფარგლებში, ანგელა მერკელთან შეხვედრამდე განაცხადა, წერს Politico.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ გერმანია ხარჯს გაზრდის.
„დაფინანსება უნდა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმეს გაკეთება მომიწევს ვაჭრობის კუთხით“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად2“-ს წინააღმდეგაც განიხილავს სანქციების დაწესების შესაძლებლობას.