მოსკოვი: რუსეთი გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას სარკისებრ პასუხს გასცემს

„გერმანული მხარის განცხადებას ორი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, განვიხილავთ, როგორც უსაფუძვლოს და არამეგობრულს. საგამოძიებო საკითხების მიმართ პოლიტიკური მიდგომა დაუშვებელია. იძულებულნი ვართ, ადეკვატური ზომები მივიღოთ“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

საკითხს რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც გამოეხმაურნენ.

საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადებით, ბერლინის მიერ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას, მოსკოვი სარკისებრ პასუხს გასცემს.

„არსებობს საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც დიპლომატების საპასუხო გაძევებას ითვალისწინებს, როგორც წესი, იგივე რაოდენობით. შესაბამისად, რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იგივე გააკეთოს“, – აღნიშნა კლიმოვმა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთს ელჩი დაიბარეს, რომელსაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ბერლინის გადაწყევტილებით, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი იქნა გაძევებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები