ქუთაისში “მეწარმე ქალთა ფონდი” მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა
ქუთაისში „მეწარმე ქალთა ფონდმა “, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით,პროექტი „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება – გადაიარაღებისათვის გაეწიათ დახმარება.
პროექტი 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში, გრანტის სახით დაფინანსებული და გამარჯვებული 7 ბიზნეს-იდეა. გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ. ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის და პროექტით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.