ანრი ოხანაშვილი ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: ვენეციის კომისია კრემლით შეცვალეს​

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისია კრემლით შეცვალეს. როგორც მან აღნიშნა, ყველა მათ ქმედებაში რეალური მიზანი – ხელისუფლების დამხობა იკვეთება.

„თქვენ ნახეთ გავრილოვის შემთხვევაში რა განცხადებები კეთდებოდა და წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, კრემლში გაემგზავრა შეხვედრებისთვის. შეხედეთ მათ განცხადებებს, როგორ ამართლებენ და როგორი მხარდამჭერები არიან ოკუპანტი ქვეყნის. რაზე უნდა იმსჯელონ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან კრემლში? ხედავთ, როგორი არათანმიმდევრულები არიან და როგორ ამართლებენ მის ამ ქმედებას?! კი არ ცდილობენ, არამედ ამართლებენ ნინო ბურჯანაძეს. ფაქტია, რომ ვენეციის კომისია შეცვალეს კრემლით, რათა მასთან შეათანხმონ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ასევე მათი სამოქმედო გეგმები. მათ ყველა ქმედებაში იკვეთება მათი რეალური მიზანი – ხელისუფლების დამხობა,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები