ერაყში ირანის საელჩო უკვე მესამედ დაწვეს

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, აქციის მონაწილეებმა ირანის საელჩოს ცეცხლი, უკვე მესამედ, მოუკიდეს.

პირველად შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. მაშინ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა შენობის დატოვება რამდენიმე წუთში მოახერხეს.

ინციდენტის შემდეგ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის სპეციალურმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰოსეინი ამირ-აბდოლაჰიანმა, მომხდარში აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი დაადანაშაულა.

მეორე შემთხვევა, 1 დეკემბერს მოხდა. მაშინაც დიპლომატებმა შენობის დატოვება მოასწრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები