აშშ-მა ქვეყანაში კიდევ ერთი რუსული დელეგაცია არ შეუშვა
აშშ-ის საელჩომ რუსეთში, ფედერალური ხაზინის დელეგაციის წევრებს ვაშინგტონში გასამგზავრებელი ვიზები არ მისცა.
დელეგაციას 3 დეკემბერს ვაშინგტონში, კონფერენციაში უნდა მოეღო მონაწილეობა.
გარდა ამისა, რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ თანამემამულეებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ოლეგ მალგინოვს, არ მისცა ვიზა, რომელსაც 28-29 ნოემბერს ნიუ-იორკში ახალგაზრდულ ფორუმში უნდა მიეღო მონაწილეობა.
მსგავსი შემთხვევა სექტემბერშიც დაფიქსირდა, როდესაც აშშ-მა სერგეი ლავროვის დელეგაციის წვერებს არ მისცა ვიზები, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიფრინავდნენ.