ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ფილიპინებზე ტაიფუნ „ტისოი“-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13-მდე გაიზარდა.

ტაიფუნი ფილიპინებს 2 დეკემბერს გვიან ღამით დაატყდა, რომელსაც გადაუღებელი წვიმები მოჰყვა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 500 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში განაცხადეს, რომ 300 ათას ადამიანს დატბორვა ემუქრება, მათგან 150 ათასზე მეტი მეწყრულ ზონაშია.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ტაიფუნი ფილიპინებს მხოლოდ 5 დეკემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები