სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა. 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა “გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები