ალექსანდრე ხვთისიაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მინისტრის მოადგილემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის სახელით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვა ამ კუთხით სახელმწიფოების მხრიდან გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა 2018 წელს თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში აბუ-დაბიში გაიხსნება საქართველოს საელჩოც.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე, ტურისტების ნაკადის ზრდასა და ბიზნესკავშირების გაძლიერებაზეც ისაუბრა.
„ორ ქვეყანას შორის ასევე ძლიერდება ბიზნესკავშირები და ღრმავდება ურთიერთობები კერძო სექტორებს შორის. ახლო მომავალში ველოდებით ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას და მნიშვნელოვან შედეგებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.” – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოსა და პირადად ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები