ზესტაფონში მეწარმე უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციას უკანონოდ ახდენდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.
ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები