ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პირველად ხდება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება

ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა​ “TANAP”-ის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველად ხდება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება.

“პირველად ხდება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი, საწყის ეტაპზე და შემდეგ გაიზრდება.

მოცულობები აქ არც არის შეზღუდული. საუბარია 60 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზეც, რომელიც დაახლოებით 10 პროცენტი იქნება ახლანდელი მოხმარების ევროპის, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. აღნიშნული პროექტი მომავალ წელს უკვე ამოქმედდება და ეს გაზი, რომელიც საქართველოში გაივლის, საბერძნეთს, იტალიასა და ალბანეთს მიეწოდება”, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა სიმბოლურ ღილაკს ხელი ერთობლივად დააჭირეს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. “TANAP”-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები