ოდიშარია მელიას პასუხობს: არცერთი ადამიანისთვის დასაჭერად არც სანქცია გამიცია და არც ხელი მომიწერია
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით კლოუნადა გრძელდება.
“კლოუნადა გრძელდება, ჩვეულებრივი ამბავია. რა სერიოზული განმარტება უნდა გავაკეთო საკითხზე, რომელზეც ის ადამიანი მედავება, რომელსაც მორალთან არანაირი ბმა არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრება, არცერთ ცხოვრებისეულ ეტაპზე არცერთი ადამიანისთვის დასაჭერად არც სანქცია გამიცია და არც ხელი მიმიჭერია, განსხვავებით მაგ ვაჟბატონისგან, რომელიც იყო უშიშროების გამომძიებელი, იყო პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელი თუ იყო აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი, მთელი ცხოვრება კაცი სხვისი ქონების მიტაცებით და ზოგადად სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული, რომ არაფერი ვთქვათ კერძო საკუთრებაზე”,- განაცხადა ოდიშარიამ.
ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.