ერაყის პრემიერმა თანამდებობა აქციების ფონზე დატოვა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულა-მაჰდიმ თანამდებობა დატოვა. ქვეყნის პარლამენტმა მისი განცხადება ტანამდებობიდან წასვლის შესახებ დააკმაყოფილა.

აბდუ-მაჰდიმ პოსტიდან წასვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 29 ნოემბერს ბაღდადში, ენ-ნასირიიასა და ენ-ნაჯაფში სამართალდამცველებთან შეტაკების დროს, აქციის 50 მონაწილე იქნა მოკლული.

ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ქუჩაში გასული ადამიანები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან ბრძოლას, უმუშევრობის დაძლევას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და საბრძოლო ვაზნების შედეგად, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასზე მეტია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები